ფლაიკომპი ავიაკომპანიის მიერ დაზარალებული მგზავრების ინტერესების დამცველი კომპანიაა და მისი ვალდებულება კომპენსაციის აღების პროცესში შუამავლობის გაწევაა . მისი ფუნქციებში შედის:
● კანონიერად წარმოადგინოს კლიენტი მესამე პირების წინაშე სარჩელთან დაკავშირებით;
● მოიპოვოს ყველა სახის საჭირო ინფორმაცია, აგრეთვე მოახდინოს ნებისმიერი სამოქალაქო სარჩელის ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების შესახებ საჩივრების წამოწყება შესაბამის სასამართლოებში ან ადმინისტრაციულ ორგანოებში;
● ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკებების წამოწყება და წარმართვა, ასევე სამართლებრივი – სასამართლო (მათ შორის, არბიტრაჟი და სხვა საჯარო თუ კერძო დავების გადამწყვეტი ორგანო) და არასასამართლო (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები)- აუცილებელი ზომები;
● შეაგროვოს და მიიღოს გადახდები კლიენტის სახელით პრეტენზიასთან დაკავშირებით;
● უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი სხვა ქმედება და პროცედურა რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს, ევროკავშირის და სხვა კანონმდებლობით;